2/11/2012

სიუჟეტი ხობის კოლხეთის შესახებ

სამწუხაროდ ქართველი საუბრობს უცხო  ენაზე 





სამწუხაროდ ქართველი საუბრობს უცხო  ენაზე. უცხოელი ქართულად

საფეხბურთო კლუბის ბარსელონას ისტორია


1899 წლის 29 ნოემბერს, შვეიცარიელმა ემიგრანტმა – ჰანს გამპერმა, თერთმეტ ენთუზიასტთან ერთად კატალონიის დედაქალაქში, სადაც ფეხბურთი ჯერკიდევ თითქმის უცნობი სპორტის სახეობა იყო, ჩამოაყალიბა საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა”.
იგი ალბათ ვერასეოდეს წარმოიდგენდა, თუ რა დიდი სამსახურს გაუწევდა შემდგომში მსოლფიო ფეხბურთს მისი ეს ინიციატივა. “ბარსელონას” ჩამოყალიბებიდან ას წელზე ცოტა მეტ ხნის შემდეგ კლუბი არამარტო ფეხბურთის, არამედ ზოგადად სპორტის ფარგლებსაც გასცდა და წარამტებით განახორციელა იდეა, რომელსაც ეწოდება “მეტი ვიდრე კლუბი”.
“ბარსელონა” მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს აერთიანებს და არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით, არ ამედ საზოგადოებრივი, პოლიტიკური და კულტურული თვალსაზირისითაც. კატალონიელი ხალხის ძნელბედობის ჟამს “ბარსელონა” ყოველთვის იყო თავისუფლების გამოხატულება, რომლის დახმარებითაც კატალონიელები მთელს მსოფლიოს აუწყებდნენ, რომ მათ ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდათ მათთვის დამახასიათებელი თვისებები. თითქმის დაარსებიდან მოყოლებული, “ბარსელონა” ასოცირდება ხალხზე, განსაკუთრებით კი ბავშვებზე ზრუნვასთან, რამაც თავის განვითარება 21–ე საუკუნეშიც ჰპოვა “იუნისეფთან” გაფორმებული უპრეცედენტო ხელშეკრულების სახით.

რეალის ისტორია


  მადრიდის "რეალი" — ესპანური საფეხბურთო კლუბია, რომელიც 1902 წლის 6 მარტს დაარსდა. იგი ფიფამ XX საუკუნის საუკეთესო კლუბად დაასახელა. მოგებული აქვს ესპანეთის ლა ლიგის 31 ტიტული; ესპანეთის თასის 17 ტიტული; ესპანეთის თასის 8 ტიტული; ლა ლიგის თასის 1 ტიტული; კოპა ევა დუარტეს 1 ტიტული; უეფას ჩემპიონთა ლიგის 9 ტიტული; უეფას თასის 2 ტიტული; უეფას სუპერთასის 1 ტიტული და საერთაშორისო თასის 3 ტიტული.

მადრიდში ფეხბურთი ლიბრე დე ენსენანცას სტუდენტებმა და პროფესორებმა შეიტანეს. მათ შორის რამდენიმე ოქსბრიჯის უნივერსიტეტებდამთავრებულები იყვნენ.