2/11/2012

საფეხბურთო კლუბის ბარსელონას ისტორია


1899 წლის 29 ნოემბერს, შვეიცარიელმა ემიგრანტმა – ჰანს გამპერმა, თერთმეტ ენთუზიასტთან ერთად კატალონიის დედაქალაქში, სადაც ფეხბურთი ჯერკიდევ თითქმის უცნობი სპორტის სახეობა იყო, ჩამოაყალიბა საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა”.
იგი ალბათ ვერასეოდეს წარმოიდგენდა, თუ რა დიდი სამსახურს გაუწევდა შემდგომში მსოლფიო ფეხბურთს მისი ეს ინიციატივა. “ბარსელონას” ჩამოყალიბებიდან ას წელზე ცოტა მეტ ხნის შემდეგ კლუბი არამარტო ფეხბურთის, არამედ ზოგადად სპორტის ფარგლებსაც გასცდა და წარამტებით განახორციელა იდეა, რომელსაც ეწოდება “მეტი ვიდრე კლუბი”.
“ბარსელონა” მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს აერთიანებს და არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით, არ ამედ საზოგადოებრივი, პოლიტიკური და კულტურული თვალსაზირისითაც. კატალონიელი ხალხის ძნელბედობის ჟამს “ბარსელონა” ყოველთვის იყო თავისუფლების გამოხატულება, რომლის დახმარებითაც კატალონიელები მთელს მსოფლიოს აუწყებდნენ, რომ მათ ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდათ მათთვის დამახასიათებელი თვისებები. თითქმის დაარსებიდან მოყოლებული, “ბარსელონა” ასოცირდება ხალხზე, განსაკუთრებით კი ბავშვებზე ზრუნვასთან, რამაც თავის განვითარება 21–ე საუკუნეშიც ჰპოვა “იუნისეფთან” გაფორმებული უპრეცედენტო ხელშეკრულების სახით.
მთელი გასული საუკუნის განმავლობაში “ბარსელონას” ცხოვრებაში ერთმანეთს ცვლიდნენ დიდება და დამცირება; ბრწყინვალება და წარუმატებლობა; ისტორიული გამარჯვებები და სამარცხვინო მარცხები. მაგრამ, ეს ყველაფერი კლუბს დაეხმარა ჩამოყალიბებულიყო მისი განსაკუთრებული თვისებები და ბუნება, რითიც “ბაესელონა” დღესაც განთქმულია მთელს მსოფლიოში.
მთელი ისტორიის განმავლობაში, კლუბს ჰქონდა განსხვავებული ეპიზოდები, როგოეც სპორტული, ასევე სოციალური თვალსაზრისით. 1899–1922 წლებში, კლუბის დაარსებიდან “Lეს ჩორტს”–ის აშენებამდე, “ბარსა” იყო ყველაზე გამოეჩეული საფეხბურთო კლუბი ბარსელონაში, რადგან იგი პირდაპიე ასოცირდებოდა ქალაქთან. შემდგომში “ბარსელონა” გახდა კატალონიის საუკეთესო კლუბი და იგი ასევე გახდა კატალონიელი ხალხის თვითმყოფადობის პირველი გამომხატველი.
1922–57 წლებში, ახალი გრანდიოზული სტადიონის – “კამპ ნოუს” აშენებდამდე, კლუბს, ისევე როგორც მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში, კონტრასტული პერიოდი ჰქონდა. კლუბის პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა, რადგან იმ დროს ზოგადად ფეხბურთის პოპულარობა იყო ძალზედ მზარდი და სამოყვარულო დონიდან სპორტის ეს სახეობა საბოლოოდ გადადიოდა პროფესიონალურ დონეზე. გარდა ამისა, იმ დროს “ბარსელონაში” თამაშობდნენ ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ ალკანტარა და სამიტიე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმ დროს “ბარსელონას” უკვე ჰყავდა დაახლოებით 10,000 კლუბის წევრი, რაც მაშინდელი კლუბებისათვის ნამდვილად კარგი მაჩვენებელი იყო. მაგრამ, შემდგომში შექმნილმა მატერიალურმა პრობლემებმა და ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს და მის შემდეგ არსებულმა პოლიტიკურმა მღელვარებამ, კლუბი აიძულა მთელი ენერგია სერიოზული პრობლემების დაძლევაში დაეხარჯა, ერთ–ერთი ასეთი სერიოზული პრობლემა კი გახლდათ კლუბის პრეზიდენტის – ხოსეპ სუნიოლის 1936 წელს პოლიტიკური მოტივების გამო მკვლელობა. სუნიოლი სწორედ ის პიროვნება გახლდათ, რომემაც ჩამოაყალიბა და განავითარა სლოგანი “სპორტი და საზოგადოება”. მაგრამ, მიუხედავად მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონამ” ასეთ არაერთ დარტყმას გაუძლო, კლუბმა მაინც შეინარჩუნა თავისი სახე და ახალი სპორტული ერის დაწყებას დაემთხვა როგორც ახალი სტადიონის – “კამპ ნოუს” აშენება, ასევე კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის, უნგრელი ლადისლაუ კუბალას გამოჩენა.1899 წლის 29 ნოემბერს, შვეიცარიელმა ემიგრანტმა – ჰანს გამპერმა, თერთმეტ ენთუზიასტთან ერთად კატალონიის დედაქალაქში, სადაც ფეხბურთი ჯერკიდევ თითქმის უცნობი სპორტის სახეობა იყო, ჩამოაყალიბა საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა”.
იგი ალბათ ვერასეოდეს წარმოიდგენდა, თუ რა დიდი სამსახურს გაუწევდა შემდგომში მსოლფიო ფეხბურთს მისი ეს ინიციატივა. “ბარსელონას” ჩამოყალიბებიდან ას წელზე ცოტა მეტ ხნის შემდეგ კლუბი არამარტო ფეხბურთის, არამედ ზოგადად სპორტის ფარგლებსაც გასცდა და წარამტებით განახორციელა იდეა, რომელსაც ეწოდება “მეტი ვიდრე კლუბი”.
“ბარსელონა” მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს აერთიანებს და არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით, არ ამედ საზოგადოებრივი, პოლიტიკური და კულტურული თვალსაზირისითაც. კატალონიელი ხალხის ძნელბედობის ჟამს “ბარსელონა” ყოველთვის იყო თავისუფლების გამოხატულება, რომლის დახმარებითაც კატალონიელები მთელს მსოფლიოს აუწყებდნენ, რომ მათ ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდათ მათთვის დამახასიათებელი თვისებები. თითქმის დაარსებიდან მოყოლებული, “ბარსელონა” ასოცირდება ხალხზე, განსაკუთრებით კი ბავშვებზე ზრუნვასთან, რამაც თავის განვითარება 21–ე საუკუნეშიც ჰპოვა “იუნისეფთან” გაფორმებული უპრეცედენტო ხელშეკრულების სახით.
მთელი გასული საუკუნის განმავლობაში “ბარსელონას” ცხოვრებაში ერთმანეთს ცვლიდნენ დიდება და დამცირება; ბრწყინვალება და წარუმატებლობა; ისტორიული გამარჯვებები და სამარცხვინო მარცხები. მაგრამ, ეს ყველაფერი კლუბს დაეხმარა ჩამოყალიბებულიყო მისი განსაკუთრებული თვისებები და ბუნება, რითიც “ბაესელონა” დღესაც განთქმულია მთელს მსოფლიოში.
მთელი ისტორიის განმავლობაში, კლუბს ჰქონდა განსხვავებული ეპიზოდები, როგოეც სპორტული, ასევე სოციალური თვალსაზრისით. 1899–1922 წლებში, კლუბის დაარსებიდან “Lეს ჩორტს”–ის აშენებამდე, “ბარსა” იყო ყველაზე გამოეჩეული საფეხბურთო კლუბი ბარსელონაში, რადგან იგი პირდაპიე ასოცირდებოდა ქალაქთან. შემდგომში “ბარსელონა” გახდა კატალონიის საუკეთესო კლუბი და იგი ასევე გახდა კატალონიელი ხალხის თვითმყოფადობის პირველი გამომხატველი.
1922–57 წლებში, ახალი გრანდიოზული სტადიონის – “კამპ ნოუს” აშენებდამდე, კლუბს, ისევე როგორც მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში, კონტრასტული პერიოდი ჰქონდა. კლუბის პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა, რადგან იმ დროს ზოგადად ფეხბურთის პოპულარობა იყო ძალზედ მზარდი და სამოყვარულო დონიდან სპორტის ეს სახეობა საბოლოოდ გადადიოდა პროფესიონალურ დონეზე. გარდა ამისა, იმ დროს “ბარსელონაში” თამაშობდნენ ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ ალკანტარა და სამიტიე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმ დროს “ბარსელონას” უკვე ჰყავდა დაახლოებით 10,000 კლუბის წევრი, რაც მაშინდელი კლუბებისათვის ნამდვილად კარგი მაჩვენებელი იყო. მაგრამ, შემდგომში შექმნილმა მატერიალურმა პრობლემებმა და ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს და მის შემდეგ არსებულმა პოლიტიკურმა მღელვარებამ, კლუბი აიძულა მთელი ენერგია სერიოზული პრობლემების დაძლევაში დაეხარჯა, ერთ–ერთი ასეთი სერიოზული პრობლემა კი გახლდათ კლუბის პრეზიდენტის – ხოსეპ სუნიოლის 1936 წელს პოლიტიკური მოტივების გამო მკვლელობა. სუნიოლი სწორედ ის პიროვნება გახლდათ, რომემაც ჩამოაყალიბა და განავითარა სლოგანი “სპორტი და საზოგადოება”. მაგრამ, მიუხედავად მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონამ” ასეთ არაერთ დარტყმას გაუძლო, კლუბმა მაინც შეინარჩუნა თავისი სახე და ახალი სპორტული ერის დაწყებას დაემთხვა როგორც ახალი სტადიონის – “კამპ ნოუს” აშენება, ასევე კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის, უნგრელი ლადისლაუ კუბალას გამოჩენა.